• facebook
  • youtube
  • skype

ჩვენი პრინციპია: ვიყოთ ახლოს ჩვენს დამკვეთებთან

პროექტისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზე შპს ALUMET-ის საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფი ყოველთვის მზად არის დაეხმაროს დამკვეთეს, კონკრეტული პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორი სისტემის შერჩევაში და შესაბამისი დოკუმეტაციის მომზადებაში, იქნება ეს საფასადე სისტემა, კარ-ფანჯრები, ვენტილირებადი ფასადები თუ სხვა... იმისათვის რომ შერჩეული კონსტრუქცია იყოს მყარი და ტექნოლოგიურად გამართული, აუცილებელია პროექტირების ეტაპზე მოხდეს სამუშაოს შესრულების შეფასება და დაგეგმვა. ამისათვის უნდა განხორციელდეს კონსტრუქციის სტატიკური გათვლები, გათვალიწინებული იქნეს შენობის თავისებურებები, სამუშაოების შესრულების გზები და თანმიმდევრობა. ჩვენ ასევე გთავაზობთ წინა სატენდერო განფასებებს ტენდერებისთვის და სპეციალურ გადახდის პირობებს. არაერთი წარმატებით შესრულებული პროექტი ხაზს უსვამს ამ პოლიტიკის სისწორეს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, გვაძლევს საშუალებას შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი ჩვენს დამკვეთებს და დავეხმაროთ მათ თავიანთი საქმიანობის განვითარებაში.

 

0
up
0
up
0
up
0
up