• facebook
  • youtube
  • skype

დაბალი ფასების პოლიტიკა

განფასების შედგენისას, შპს ALUMET-ი ყოველთვის გაითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს და შესაძლებლობებს. ჩვენ გთავაზობთ წინასწარ განფასებებს ტენდერებისთვის და სპეციალური გადახდის პირობებს. არაერთი წარმატებით შესრულებული პროექტი ხაზს უსვამს ამ პოლიტიკის სისწორეს. მუდვივი განვითარებისათვის და იმისათვის, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ძალიან დიფერენცირებულ დამკვეთების მოთხოვნებს - დაწყებული დიდი სამშენებლო კომპანიებიდან, დიდი პროექტებით და დამთავრებული ფიზიკური პირების ინდივიდუალური საშუალო და მცირე ზომის პროექტებით - ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები და ეფექტურები. ხოლო ზუსტად იმისათვის, რომ ვიყოთ მოქნილები, ჩვენ ვთანამშრომლობთ რამოდენიმე მომწოდებელთან თითოეული პროდუქტის კატეგორიაში. ყველა მათგანი განსხვავდება პროდუქციის ხარისხის და ფასის შეფარდებით. შესაბამისად, მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია აირჩიოს პროდუქცია, რომელიც ზუსტად შეესაბამება მის მოთხოვნილებებს და შესაძლებლობებს.

 

ჩვენ არ შეგპირდებით, რომ ჩვენი ფასები იქნება ყოველთვის ყველაზე დაბალი, მაგრამ გპირდებით, რომ ტექნიკურად სწორად გათვლილი განფასების პირობებში, ჩვენი ფასები და გადახდის პირობები ყველაზე ადეკვატური და მისაღები იქნება.

შესაბამისად ჩვენთან ურთიერთობით თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად. 

 

0
up
0
up
0
up
0
up