• facebook
  • youtube
  • skype

სლაიდინგ სისტემა

თამაედროვე არქიტექურა ცდილობს, რომ მინიმალურად იყოს დაყოფილი შიდა და გარე ფართები, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს მოცემული ფართი და შექმნას, რაც შეიძლება მეტი სივრცის ეფექტი და კომფორტი. სლაიდინგ სისტემები კი პასუხობს ზუსტად ასეთ თანამედროვე გამოწვევებს. ისინი ქმნიან დიდ შემინულ ფართს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მაქსიმალური რაოდენობის შუქის შეღწევას შენობაში, საცხოვრებელი ფართის მინიმალური გამოყენებით. კომპანია Alumet-ი გთავაზობთ მაღალი ხარისხის გასასრიალებელ და ასევე ასაწევ-გასასრიალებელ სისტემებს, უჯანგავი ლითონის ბორბლებით და რელსებით. ასაწევ-გასასრიალებელი სისტემა გამოიყენება გაღების გასამარტივებლად, რაც გამოიხატება გაღებადი ფრთის ცოტათი სიმაღლეში წამოწევაში გასრიალებამდე, რაც თავის მხრივ ამცირებს ხახუნის ძალას ფიქსირებულ ალუმინის კონსტრუქციასთან. 

სხვა ალუმინის სისტემების მსგვასად სლაიდინგ სისტემები შეიძლება შემოგთავაზოთ როგორც სხადასხვა ფერად შეღებილი, ასევე სხვადსხვა ფერად ანოდირებული და ხის ფერების იმიტაციით. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ფერის დაფარვა სისტემის შიდა და გარე მხარისხთვის, რაც მას შესაბამისობაში მოიყვანს თქვენი პროექტის ან სახლის როგორც ინტერიერთან, ასევე ექსტერიერთან. 

 თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სლაიდინგ სისტემის საუკეთესო არჩევანი თქვენი პროექტისათვის, რაც გამოიხატება მონტაჟის სხვადასხვა შესაძლებლობებში, ენერგოეფექტურობაში, გაღებადი ფრთის ზომებში და სხვა...

გაღებადი ფრთების დიდი ზომა და წონა 400 კილოგრამამდე.

იატაკში ჩამალული კარების ზღურბლი.

ერთფრთიანი ან ორფრთიანი გაღებადი კარებები, ერთმანეთზე ჩაკეტვის ფუნქციით.

უსაფრთოების მაღალი დონე, რაც გამოიხატება რამოდენიმე წერტილის ჩამკეტ მექნიზმში. 

მესამე რელსის ინტეგრირება ვიტრაჟში, რაც თავის მხრივ საშუალებას მოგცემთ ჩაემატოს კიდევ ერთი დამატებითი გაღებადი ფრთა. 

ჩუმი და ადვილი გაღება დიდი ზომის კარებებისთვის, რასაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უჟანგავი ლითონის ბორბლები და რელსები.

შესაძლებელია მოეწყოს 90 გრადუსიანი კუთხე დამატებითი ალუმინის პროფილის გამოყენების გარეშე, რაც კიდევ უფრო სადას და მინიმალურს გახდის სისტემას.

 

0
up
0
up
0
up
0
up