• facebook
  • youtube
  • skype

ალუმინის თერმო სისტემა

ეს არის ყველანაირი ნაირსახეობის ალუმინის კარ-ფანჯრის ასაწყობი სისტემა, რომელიც აღჭურვილია თერმოხიდით და შესაბამისად იგი განკუთვნილია ექსტერიერისთვის. ამ სისტემის დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ შეამციროს ცივი მასების შეღწევა გარედან შენობის შიგნით და პირიქით, თბილისი მასების დაკარგვა შენობიდან. სწორედ ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს კონკრეტული პროფილების თბოდანაკარგის კოეფიციენტი W/mk2. 

ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა და სხვა ალუმინის კარ-ფანჯრის სისტემის მწარმობელ კომპანიასთან იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ თქვენთვის მისაღები ხარისხის და ფასის საუკეთესო თანაფარდობა. თქვენი მოთხოვნების გათვალიწინებით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ საუკეთესო არჩევანი თქვენი პროექტისათვის. 

კარ-ფანჯრების აწყობისას შეიძლება გამოყენებული იქნეს სისტემა ევრო პაზით, ან მეტალოპლასტმასის პაზით. ალუმეტ-ს შეუძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა დიზაინის პროფილების სისტემა, როგორიცაა: მომრგვალებული, ბრტყელი, შეღუნული, გამობურცული და სხვ... გამომდინარე შერჩეული სისტემიდან კარ-ფანჯრები შეიძლება შეივსოს სხვადასხვა სისქის მინაპაკეტით, რომელიც თავისმხრივ უზრუნველყოფს სხვადასხვა დონის თბო და ხმის იზოლაციას. 

მინას რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენს წარმოებაში ასევე არის თანხვედრაში კლიენტის მოთხოვნებთან. ჩვენი რჩევები აუცილბლად დაგეხმარებათ, შეარჩიოთ ეკონომიურად მისაღები მინა, რომელიც შესაბამისობაში იქნება თქვენს მიერ მოთხოვნილ ენერგო მაჩვენებლებთან, დიზაინთან და ფერთან. 

ჩვენთან ურთიერთობით თქვენ მიიღებთ:

 

ესთეტიკური დიზაინს

კრეატიულობა და ინდივიდუალურობას

ფანჯრები მაღალი თერმო იზოლაციით, რაც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ ენერგია

მაღალ სანდოობას

შემცირებულ ხმაურს

ფერების ფართო არჩევანს

აქსესუარების დიდ არჩევანს

 

0
up
0
up
0
up
0
up