• facebook
  • youtube
  • skype

მინის კარებები

მოდური ტენდენცია დღეს დღეისობით - უსაფრთხო მინის კარი ბინებისთვის და სახლებისათვის. ლამაზი და გამძლე მინის კარები, რომლებიც 100% დამზადებულია ნაწრთობი მინისაგან. ჩვენ გთავაზობთ მინის კარებებს და კარის აქსესუარებს მხოლოდ სანდო მწარმოებლებისსაგან. ფურნიტურა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის.  

მინა, რომლისგანაც მზადდება მინის კარები უნდა იყოს იდეალურად გლუვი, და მისი ზომა ზუსტად უნდა ემთხვეოდეს საჭირო ზომას. ზოგი შიშობს, რომ მინის არის მყიფე მასალა. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მინის კარის წარმოებისას გამოყენებული იქნას უსაფრთხო ნაწრთობი მინა , რომელიც საკმაოდ მდგრადია მექნიკური ზემოქმედების მიმართ. ნაწრთობი მინის სიმყიფე ბევრად მეტია ჩვეულებრივ მინასთან შედარებით. თუ ნაწრთობი მინა მაინც გატყდა ნამსხვრევები იქნება ძალიან მცირე ზომის და მათი კიდეები იქნება ბლაგვი. მინის სტრუქტურაში შესაძლებელია ფირის გამოყენბა. ასეთი მინას ეწოდება ლამინირებული მინა. ლამინირებული მინის გატეხვის შემთხვევაში დამსხვრეული ფრაგმენტები არ ჩამოყრება, არამედ დარჩება ფირზე მიწებებული. ასეთი ტიპის ლამინირებული მინა კიდევ უფრო მდგრადია ნაწრთობ მინასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დაინტერესდეთ მინის ტიპით, რომლისგანაც დამზადებული იქნება მინის კარი. პრაქტიკაში, გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მინის კარი მოგემსახურებათ არანაკლებ ხის კარზე.

0
up
0
up
0
up
0
up