• facebook
  • youtube
  • skype

სილიკონური შემინვის საფსადე სისტემები

ამ სისტემის ასაწყობად გამოყენება იგივე ალუმინის ვერტიკაური დგარების და ჰორიზონტალური ტიხრის პროფილები, რომლებიც გამოიყენება კლასიკური ალუმინის ხუფოვანი სისტემის აწყობისას. ძრითადი განმასხვავებელი ფაქტორი არის ის, რომ სტრუქტურული შემინვისას ალუმინის გარე ხუფები არ გამოყენება გარე მხრიდან მინის დასაჭერად და შესაბამისად გარედან იქმნება ერთიანი მინის ფასადის შტაბეჭდილება. 

ფასადის ისეთი შემავსებლები როგორიცაა მინაპაკეტი ეკორბა ალუმინის კონსტრუქციას სპეციალური სტრუქტურული სილიკონის საშუალებებით (როგორიცაა Dow Corning-ის ან Sika-ს ბრენდის სტრუქტურული სილიკონი) და ამავდროულად, მეტი უსაფრთხოოებისთვის მაგრდება ალუმინის ჩარჩოს დაბლითა ნაწილზე. მინის მონტაჟის შემდეგ დარჩენილი თერმული შოვები ალუმინსა და მინას შორის ივსება სპეციალური მაღალი ელასტიურობის მქონე გერმეტიკით, რომლების სპეციალურად წარმოებულია საფასადე სისტემებისთვის. ასეთი ტიპის გერმეტიკები ხასიათდება სტაბილური UV გამოსხივების და დიდი ტემოერატურული დიაპაზონის გამძლეობით.

ამ ტიპის სისტემებს გააჩნიათ პოლიამიდის თერმოხიდი უფრო მაღალი თერმული მაჩვენებლების მისაღწევად. 

უმეტესობა საფასადე სისტემებისა, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ სერთიფიცირებულია ისეთი საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ როგორიცაა German Institute IFT Rosenheim და მინიჭებული აქვთ უმაღლესი კატეგორია ტესტების რეზულტატების მიხედვით (ქარის დატვირთვები, ჰაერის შეღწევადობა, წყლის მედეგობა, მექანიკური დატვირთვები და იზოლაცია)

0
up
0
up
0
up
0
up