• facebook
  • youtube
  • skype

წერტილოვანი მინის დამაგრების საფასადე სისტემა

წერტილოვანი სამაგრებით (სპაიდერებით) აწყობილი საფასადე სისტემა შესაძლოა არის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი სისტემა მინის ფასადებისთვის, რომელიც სძენვს შენობას თანამედროვე და განსაკუთრებულ იერსახეს. 

სისტემა შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა კუთხით, რაც დამოკიდებულია მინის ფასადის სუბსტრუტურაზე (შავი მეტალის სუბსტრუქტურა, ლამინირებული მინის სუბსტრუქტურა, უჯანგავი მეტალის დაწნული კაბელები და სხვა ...)

წარმოდგენილი სისტემა იდელურია შთამბეჭდავი და დიდი მაღაზიის ფასადებითვის, ასევე შენობისთვის ბიოკლიმატური გარე შრეს მოსაწყობად ან იმ ორგანიზაციებისთვის რომლებსაც უნდა გამოირჩეოდნენ დანარჩენებისგან განუმეორდებელი ფასადით. 

წერტილოვანი დამაგრების (სპაიდერების) სისტემის მეშვეობით შესაძლებელია შესრულდეს არქიტექტორების მრავალფეროვანი და ყველაზე რთულად შესასრულებელი მოთხოვნები, არქიტექურაში მინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნული სამაგრების მეშვეობით შეიძლება მოეწყოს წვიმის საწინააღმდეგო მარკიზები, მინის მოაჯირები და სხვა მსგავსი კონსტრუქციები. 

ამ ტიპის სისტემისთვის ძირითადად გამოიყენება 10 მმ-იანი ან სხვდასხვა სისქის ლამინირებული ნაწრთობი მინები. 

0
up
0
up
0
up
0
up